რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი მწვანე ქალაქში ლისზე

მწვანე ქალაქი ლისზე მომღერალ რეზო გელაშვილის სახელობის პარკში,  ყოველწლიური „რეზო გელაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ფესტივალი“ გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კვარტეტებმა: “თეატრალური კვარტეტი”, “ჩემი კვარტეტი”, “ქართული ხმები”, “დრონი”, “თბილისური”, “ჰანგი”, ტრიო ბალადა  და ოთხი გია.  

ღონისძიებას მომღერლის მეგობრები, საზოგადო მოღვაწეები და ქალაქური სიმღერების მოყვარულები დაესწრნენ.

ფესტივალის თარიღი საგანგებოდ შეირჩა და ის რეზო გელაშვილის დაბადების დღეს ეძღვნება.  მომღერალს 13 ივლისს 66 წელი შეუსრულდებოდა.

რეზო გელაშვილი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ტრიო „სიმში“, მასთან ერთად მღეროდნენ  ზაზა ვეფხვაძე და ზურაბ ცქიტიშვილი.

ანსამბლი 1988 წელს შეიქმნა. პირველი სიმღერა, რომელიც ახალგაზრდა მეგობრებმა ერთად შეასრულეს იყო  ოთარ რამიშვილის მიერ, ირაკლი აბაშიძის ლექსის მიხედვით შექმილი სიმღერა - „წუხელ თოვდა".

1991 წელს, ტრიომ პირველი აუდიო კასეტა, სახელწოდებით „რეტრო" ჩაწერა, რომელიც კინოფილმებიდან ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს აერთიანებდა. ტრიომ 28 წლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართა კონცერტები.

ტრიო „სიმის“ მიერ შესრულებულია ისეთი ცნობილი ქალაქური სიმღერები, როგორებიცაა,  „ქუთაისო ჩემო", „თუთა", „ღვინის აღმართი", „კესანები" და სხვა.

2011 წელს, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ ტრიო „სიმის“ვარკსვლავი გაიხსნა.

 

  • Lisi Development
  • 13/07/2019

უახლესი ამბები

Lisi Green Tower მომავლის საუკეთესო პროექტად დასახელდა.

კიევში მეხუთედ ჩატარდა უძრავი ქონების ყოველწლიური ფორუმი - Eastern Europe Real Estate Forum, რომლის ფარგლებშიც კომპანია ლისი დეველოპმენტის პრემიუმ კლა...

მწვანე ქალაქი ლისზე International Property Awards 2019-2020 -ის გამარჯვებულია

მწვანე ქალაქი ლისზე, უძრავი ქონების სფეროში საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდოს - International Property Awards-ის გამარჯვებულია, კატეგორიებში:▹ „საუ...